როგორია აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა - ჯანდაცვის მინისტრი ბოლო ინფორმაციით

როგორია აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა - ჯანდაცვის მინისტრი ბოლო ინფორმაციით

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, "პირიმზესთან" ავტომანქანის აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთი დაშავებული "შემთხვევითი გამვლელია". ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

"ამ წუთის მონაცემებით, არის 4 დაზარალებული. ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მეორის მდგომარეობა არის, საბედნიეროდ, მსუბუქი. ის არის მეთვალყრურეობის ქვეშ. ასევე არის ორი დაზარალებული, რომლებიც გვერდით კლინიკაშია მოთავსებული, სადაც აქედან წავალ მათ სანახავად... სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ არის. 4-დან 1პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა, გამომდინარე იქიდან, რომ არის სისხლდენა", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, ჯანდაცვის მინისტრი მომხდარს "მიუღებელს" უწოდებს. "თავისთავად ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფობოდნენ - შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ უმოკლეს დროში გამოიძიონ ეს საქმე", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ, "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი