"ის ქალი არ აინტერესებდა... 7 წელი, სექსბომბა ვყავდი" - რას წერს იუნა შაფათავა ყოფილ მეუღლეზე, რომელიც ბუკა პეტრიაშვილის დაჭრაშია ბრალდებული

"ის ქალი არ აინტერესებდა... 7 წელი, სექსბომბა ვყავდი" - რას წერს იუნა შაფათავა ყოფილ მეუღლეზე, რომელიც ბუკა პეტრიაშვილის დაჭრაშია ბრალდებული

ტელეწამყვანი და მსახიობი იუნა შაფათავა ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომლითაც ყოფილ მეუღლეს ლევან მექვაბიშვილს იცავს. შეგახსენებთ, მექვაბიშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმაშია ბრალდებული. პეტრიაშვილს 26 თებერვალს საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს და მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

შაფათავა ყოფილ მეუღლეს დადებითად ახასიათებს და მას მალე გათავისუფლებას უსურვებს. პოსტში ტელეწამყვანი ყოფილი მეუღლის თავდასხმის მსხვერპლსა და მის მეუღლესაც (ბუკა პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე) მოიხსენიებს, თუმცა მათ გვარებს არ ასახელებს:

"ჩემი ქმარი (ყოფილი) ლაჩარი არ არის. კაცი კაცს რომ სცემს, ორივემ ბრწყინვალედ იცის, რატომ. თებერვალში მთელი თბილისი რომ ღადაობდა - ქალის გულისთვის კაცებმა ერთმანეთი დაკლესო ვაკის სასაფლაოზე - სულ ფეხებზე მეკიდა ჭორები, ვის რა პლატინის საშ(ვილოსნ)ო აქვს და რარიგ დაფასებული, სანამ ერთ დილას 500 ზარი არ დამხვდა ტელეფონზე, უცნობი-ნაცნობი ჟურნალისტების - ჩემ ყოფილ ქმარს უცემია ის კაცი.

მოვლენები ასე ბულგაკოვურად განვითარდა: ნაცემმა შეირგო პოლიტიკური ელფერით "მკვლელობის მიზნით თავდასხმა" და ქალი კი პრეს-სამსახურის უფროსი გახდა, უზადო რეპუტაციით, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის.

მოღალატეთა ალიანსიც შეიკრა....

ჩემი ყოფილი ქმარი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი იყო, სუპერ მძიმე წონაში. ვინც არ იცის, ასეთი წონითი კატეგორიის მოკრივის ერთი დარტყმა ყბაში (ტკო) უკვე შშმ პირად აქცევს კაცს სამუდამოდ; სულ არ დასჭირდებოდა რაიმე ხელსაწყო, ხერხემალში ისე გადატეხავდა იმ კაცს, თან, დღისით, მზისით, მოწმეების თანდასწრებით, კაცის დასაკლავად არ დადიან "პროფესიონალი კრიმინალები". სცადა გამოძიებამ, ჩაქუჩი ვინმესთვის თავში ეგლიჯა ჩემ ქმარს,საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის? ეჭვი მეპარება.

პლუს, რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებაზე ხორციელდებოდა პოლიტ.ზეწოლა. ფაქტია,რომ გამოძიება წაიყვანეს მუხლით- განზრახ მკვლელობის მცდელობა, ვიღაცეებმა კი პარტიის ქულებად დაიწერეს... ეს გვერდით-მოვლითი ბოდიშები მუხლს არ ცვლის, პირადი გარჩევა გამოიყენეს საკუთარი პოლიტ. წამებულის იმიჯის "შესაქმნელად"... თუ ეგ უშველის, რა ვიცი

ხვალ ის კაცი პარლამენტში დაჯდება (ეჭვიც არ მეპარება), ზეგ კი მთავარსარდლობასაც მოინდომებს და რა იცი,რომ არ გამოჰკრავს ხელს, გუშინ ნაცემი, არადა თვითონაც იცის, რატომ, ქაქუცა-ჩოლოყაშვილ-მხსნელად მოგვევლინება, "უზადო" რეპუტაციის, ოჯახური იდილიის პორტრეტით, ინტერიერში...

ჰო, ევროინტეგრაციის საბუთები გამქონდაო საზღვარგარეთ (ნეტავ, ვისი პროტეჟეობით), ჩემ ყოფილ ქმარს კი - ბანკები. არადა, ჩემ ყოფილ ქმარს, მაგარი სპორტსმენის სახელი გაჰქონდა,საზღვარგარეთ,ინფორმაცია ინტერნეტში დასტურდება,მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისაც... ბანკები რომ გაეტანა, დღეს თვითონაც უკეთ აწყობილი ცხოვრება ექნებოდა, მეც, შესაძლოა, სადმე პრესსამსახურის პატივცემულ ქალბატონად გავირანჭებოდი რომელიმე სასახლიდან, პატიოსანი ქმრ(ებ)ის ზურგს უკან...

იმასაც ამბობდნენ, ჩემმა ქმარმა შური იძიაო ჩემზე, იმიტომ სცემაო - ღმერთო დამიფარე, მე მხოლოდ ბიზნესმენები და ბოჰემა მაინტერესებს... თან, ახალგაზრდა... ის ქალი ჩემ ქმარს რომ არ აინტერესებდა, მაგას არც განვიხილავ - არც ჩემამდე აკლდა უმაგრესი გოგოები,მე ხომ პირნათლად, 7 წელი, სექსბომბა ვყავდი; ჩემს შემდეგაც არ მოსცდებოდა, გოგოებს ყოველთვის ძალიან მოსწონდათ ლევანი.

ასე რომ, ეს ვიშვიში- ვინც ქვას ფეხი წამოკრა,ქართული ოცნება დაიყვირა-სულ მიზნობრივი ტყუილია...თბილისში კი ვიცით,ვინ რა არის, ვინ რად ღირს,თუ კი ღირს რამედ, მაგრამ ხალხს ნუ აბოლებთ....

არ მიმიღია მონაწილეობა ჩემი ქმრის საქმეში - ან რა სტატუსით უნდა მიმეღო,არც მიიღებდა ამას. მხოლოდ მას ვეცი პატივი, ხმა არ ამომიღია, ჩემს სახელს რომ ატრიალებდნენ, კი იცით.

გუშინწინ, უბრალოდ, ერთი მაგარი ბიჭი შემხვდა პლეხანოვზე- юნ, არადა, გეთქვა ორი სიტყვა, გეკუთვნოდა, ხომ იცი, ყველამ იცის შენი სამართლიანობის ამბავიო...

ჩემი ქმარი ასეთ უყურადღებობას არ იმსახურებდა ჩემგან, მაგრამ, როგორც არასოდეს არ ჩავრეულვარ მის საქმეებში, მითუმეტეს კაცურ ჩხუბში, არც ახლა ვუღალატე. მხოლოდ ის მინდოდა, მეთქვა: მე ლაჩარი კაცი არ მყოლია გვერდში. მას არც ციხე გაუკვირდება, არც წაიწუწუნებს - კაცის ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა, ოღონდ ნაღდი იყავი და შენ თავთან მართალი. ესეც ჩაივლის, შრამები და სირთულეები კაცს მხოლოდ აკაჟებს ...

მე ის არ მინდა მხოლოდ, ყველას,ვისაც მანქანა აუფთქდება, ქალის ღალატზე სცემენ, შუბლი გაეკაწრება სოფელში,რთველში დათვრება და თავს გაიტეხავს -ხვალ, ეს ბოზი გოჭებივით მოჭყიპინე ქაქუცები, მთავარსარდლებად მოგვევლინონ და ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.

ეს ჩემი და ლევანის ფოტოა. მგონი, 2005 წელი. ქაშუეთთან გადაღებული- ბებიაჩემს ისე უყვარდა ჩემი ქმარი, ჯვარი ჩვენ დავწერეთ....აქ მე ვარ 29 წლის, ლევანი -30-ის. არც ფულისთვის გავყოლილვარ ცოლად,არც ქონებისთვის,არც ბრილიანტები-თანამდებობისთვის. არც მას ებადა რამე,არც მე. უბრალოდ,ძალიან,ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი......

ვუსურვებ თავისუფლებას!" - წერს შაფათავა პირად გვერდზე.

რაც შეეხება უშუალოდ თავდასხმის ფაქტს, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა 2016 წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე ლევან მექვაბიშვილი თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.