სიცოცხლე, რომელიც სიკეთემ გადაარჩინა - ერთი ქართველი დედის ნაამბობი

სიცოცხლე, რომელიც სიკეთემ გადაარჩინა - ერთი ქართველი დედის ნაამბობი

ეს 3 წლის წინ მოხდა - პატარა მიშიკო შინ, რუსთავში ყიჟინით მთელ სახლს იკლებდა, როცა შუა თამაშში გაჩერდა, შუბლზე ხელი მიიდო და დედას ცრემლიანი თვალებით შესჩივლა - თავი, მტკივაო და მალევე გულიც აერია. დედამ იფიქრა, რომ მის პატარას რაღაც ვირუსი ჰქონდა და ექიმს დაურეკა. ჯოჯოხეთიც აქედან დაიწყო, - როცა ბავშვს არც ერთმა წამალმა არც თავის ტკივილი გაუჩერა და არც ღებინება, დეამ შვილი იაშვილის კლინიკაში წაიყვანა. დიაგნოზმა შოკში ჩააგდო, - ბავშვს თავში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.

მაგდა კაპანაძე, მიხეილ კახნიაშვილის დედა: - რამდენი ხანიც უნდა ვიცოცხლო იმ დღეების გახსენება ყოველთვის ტკივილს მომაყენებს, - სიტყვებით ვერავინ აღწერს, რა ემართება დედას, რომელსაც ეუბნებიან, რომ მის შვილს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. თანაც იმ დროს, როცა არანაირი მატერიალური სახსარი არ გააჩნია, - ჩემი მეუღლე სამხედრო პირია, ოჯახში ის ერთადერთი მუშაობს და მისი ხელფასი ჩვენს ყოფით პირობებზე ძლივს ნაწილდება. მაგრამ მერე მოხდა სასწაული. სწორედ ამ სასწაულისა და იმ ადამიანები გამო, რომელთაც ჩემს შვილს სიცოცხლე აჩუქეს, უნდა მოვყვე დიტო ცინცაძის ფონდის შესახებ, რომლის დახმარება იმჟამად მხოლოდ ჩემი შვილის კი არა, მთელი ჩემი ოჯახის გადარჩენა იყო. ამით ყველა იმ დედას, რომელიც ღმერთმა ნუ ქნას და ჩემს მდგომარებაში ჩავარდება, მინდა ვუთხრა, რომ ამქვეყნად არსებობს სიკეთე, რომელსაც ყველაფერი შეუძლია.

...მაშინ კი აღარც მახსოვს, მე და ჩემს მეუღლეს ფეხზე დგომა რა ძალამ შეგვაძლებინა როცა ექიმი ხელში კომპიუტერული დიაგნოსტიკით გამოვიდა და გვითხრა, - თქვენს შვილს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, არსებობს განკურნების შანსი, მაგრამ ოპერაცია ახლავე უნდა გავუკეთოთო. ამ დროს ადამიანს მხოლოდ ერთი გზა აქვს, - იდგეს საავადმყოფოს ჰოლში და ილოცოს, რომ მის შვილს უფალმა უშველოს.… განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი