ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში

ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის 2016 წლის მიხედვით, საქართველოში 225 000 ანუ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს და თითოეულ მათგანზე მხოლოდ 4,5 ლარი იხარჯება.

საქართველოში UNICEF-ის ორგანიზაციის წარმომადგენლის, საშა გრაუმანის თქმით, ქვეყანაში ეფექტიანი და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა ჯერ კიდევ არ არის, - "ბავშვების ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს,“ - აღნიშნავს ის.

UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, ყოველი 1000 ახალშობილიდან 12 იღუპება.

Allnews.ge ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლებითა და მისი გამომწვევი მიზეზებით დაინტერესდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს, 1 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების 507 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აღმოჩნდა, 0-დან 5 წლამდე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებია, რომლის ინციდენტთა რაოდენობა აღნიშნული ასაკის ყოველ 1000 ბავშვზე 616-ია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს, საქართველოში სიკვდილიანობა 1000 ბავშვზე 10,2-ია. მათივე მონაცემებით, ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლების დინამიკით ხასიათდება.

აღნიშნული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი, რომელიც 66,7%-ს შეადგენს, პერინატალური პერიოდის ავადმყოფობებია.

ბავშვთა სიკვდილიანობისა და ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსის, ლელა სტურუას თქმით, მშობლებს რესპირაციულისა და სხვა ავადმყოფობების პრევენცია შეუძლიათ. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი