ჟურნალი OK! - #ეკვილიბრიუმი სოფლის ბიბლიოთეკების დასახმარებლად

ჟურნალი OK! - #ეკვილიბრიუმი სოფლის ბიბლიოთეკების დასახმარებლად

ჟურნალი OK!ახალი ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით ტრადიციულად ღონისძიებას Ok!Party-ს აწყობს. ამჯერად, სასტუმრო Ambassador-ში ჟურნალმა მკითხველს ახალ და საინტერესო ამბებთან ერთად, სოციალურ აქციაში ჩართვა შესთავაზა.

Ambassador-ში გამართულ საღამოზე, გამოცემა შეუერთდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აქციას #ეკვილიბრიუმი სოფლის ბიბლიოთეკების დასახმარებლად. ამ საკითხთან დაკაშირებით ჩვენ ჟურნალ OK!-ის მთავარ რედაქტორს ოლგა ბაბლუანს ვესაუბრეთ:

- ამ ღონისძიებას ჟურნალი OK! საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და გიორგი კეკელიძესთან ერთად ახორციელებს. ჩვენ ვუერთდებით გიორგი კეკელიძის პროექტს, რომელიც რეგიონებში ბიბლიოთეკების განვითარებას და მომარაგებას გულისხმობს. მოგეხსენებათ, რომ ყოველ თვე ჟურნალი OK!-ის ივენთი ტარდება, სადაც ჩვენს სტუმრებს ჩვენთვის წიგნები მოაქვთ საჩუქრად. შემდეგ კი ამ წიგნებს რეგიონების ბიბლიოთეკებს გადავცემთ. დღევანდელი ივენთიც ამას ემსახურება.

- რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების არსებობა?

- ვფიქრობ, რომ აუცილებელიც კია. საქართველოში საზოგადოება განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს გადის, ამიტომ ჩვენ - მედიის წარმომადგენლებმა დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ საზოგადოების განვითარებაში, ბიბლიოთეკების გახსნა და წიგნებით საზოგადოებისთის მიწოდება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიც კია ვიზრუნოთ ერთმანეთის განვითარებაზე და ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენს პროექტში ცნობილი ადამიანები იღებენ მონაწილეობას და ეს მიმბაძველობის სიტუაციასაც შექმნის. ეს კარგიც კია, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პროექტში, უკეთეს შედეგს მივიღებთ.

შეგახსენებთ, რომ განახლებული OK!-ის პირველი ნომერი აგვისტოში გამოვიდა. განახლებულ კონცეპტში მკითხველს შეუძლია წაიკითხოს - რუბრიკა პოლიტიკოსებისა და დიპლომატების შესახებ, კულტურული მიმოხილვა, სოციალურ თემაზე მიძღვნილი რეპორტაჟები.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი