აკაურთას ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო

აკაურთას ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო

აკაურთაში არსებულ ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის რაიონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე ეკლესიის ტერიტორიაზე ძეგლის იერსახესთან შეუსაბამო უნებართვო სამუშაოები ჩატარდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 6 სექტემბერს, ბოლნისის მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემს ოფიციალურად გაუგზავნა წერილი და მოითხოვა სიტუაციის გამოსწორება და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. სააგენტოსა და მეუფე ეფრემის ძალისხმევით, დღეისათვის, ეკლესიის ტერიტორიაზე აღებულია უნებართვო ნაგებობა.

ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში (ბოლნისის ეპარქია), მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 12 კმ-ზე, მდებარეობს მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთის სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). აკაურთას ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. ძეგლი რეაბილიტირებულია ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი