რატომ არ მისცეს ხმის მიცემის უფლება 78 წლის ქუთაისელ ბაბუს

რატომ არ მისცეს ხმის მიცემის უფლება 78 წლის ქუთაისელ ბაბუს

ქუთაისში მცხოვრები 78 წლის ინდიკო ბეშკენაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს დახმარებას სთხოვს. მოხუცის თქმით, ის ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანზე გამოცხადდა, თუმცა ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.

78 წლის ბაბუს თქმით, მან პირადობის მოწმობის ნაცვლად, უბანზე მოწმობის ქსეროასლი წარადგინა, რის გამოც, მას საკუთარი არჩევანის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს.

"78 წლის კაცი ვარ, ასეთი არაფერი მინახავს. ამ ქსეროასლით ვიღებ პენსიას და ყველაფერს, ხმის მიცემის უფლება რატომ არ უნდა მქონდეს?! ვითხოვ, ახლავე მომცენ ხმის დაფიქსირების საშუალება,"- აღნიშნა ინდიკო ბეშკენაძემ.

ამომრჩეველს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რომ პირადობის მოწმობის ქსეროასლით ხმის მიცემის საშუალება კანონიერად არ მიეცა.

დავით ლიკლიკაძე, AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი