ექიმების შემზარავი ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კაფსულაში გაზრდილი ბიჭის ტრაგედია

 ექიმების შემზარავი ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კაფსულაში გაზრდილი ბიჭის ტრაგედია

ამ შემთხვევამ მსოფლიო მედიცინა აალაპარაკა. არა მარტო ბიჭუნას, დევიდი ფილიპ ვეტერის გარდაცვალების გამო, არამედ იმ ეთიკური პრობლემების გამო, რომელიც ამ კონკრეტული შემთხვევის დროს დაფიქსირდა და რომლებზე პასუხებიც დღემდე არავის უგია.

ვეტერების ოჯახი ძალიან უბედური გახლდათ გენეტიკური პრობლემების გამო. უფროსი ვაჟი 7 თვის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი საშინელი იყო, კომბინირებული იმუნოდეფიციტი.

დაავადების არსი შემდეგში მდგომარეობს: მემკვიდრული დაავადება ხასიათდება უჯრედული იმუნიტეტის არარსებობით, რისი მიზეზიცაა სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება და თვისობრივი არასრულფასოვნება. ამავე დროს ადგილი აქვს პლაზმაში იმუნოგლობულინების არანორმალურ შემცველობას. დამემკვიდრება ხდება აუტოსომურრეცესიული ტიპით. ეს დაავადება გვხვდება 100 000-ში ერთი, თუმცა თუ ვაჟი ამ დაავადებით დაიბადა, ალბათობა იმისა, რომ მეორე ვაჟსაც იგივე დაავადება ექნება - 50%-ია.

ამ შემთხვევაში ავადმყოფის გადარჩენის ერთადერთი გზა ძვლის ტვინის გადანერგვაა. ვეტერების ოჯახში პოტენციური დონორი მათი ქალიშვილი, კეტრინი იყო. ექიმები ვეტერების ოჯახს არწმუნებდნენ, რომ თუ მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ ისევ იჩენდა თავს აღინიშნული დაავადება, ძვლის ტვინის გადანერგვამდე ავადმყოფს სტერილურ კაფსულაში მოათავსებდნენ, თუმცა არაფერი უთქვამთ იმაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ძვლის ტვინი გადასანერგად შეუთავსებელი იქნებოდა.

ბავშვი დაიბადა, ძვლის ტვინი გადასანერგად არ გამოდგა, ბიჭუნა სტერილურ კაფსულაში მოათავსეს და იქვე დატოვეს.

ის მონათლეს დეზინფიცირებული ნაკურთხი წყლით. სანამ ავადმყოფს კაფსულაში მოათავსებდნენ, საგულდაგულოდ ჩაუტარდა დეზინფექცია მის ტანსაცმელს, ჰაერს, წყალს. თავად ბავშვს სპეციალური ხელთათმანებით ეხებოდნენ. სათამაშოები, წიგნები და სხვადასხვა საგანი სპეციალურად მუშავდებოდა, რომ ბიჭს არავითარი მიკრობი არ შეხებოდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი