ავარია მცხეთაში: დაიღუპა მცირეწლოვანი, დედა - მძიმე მდგომარეობაშია

ავარია მცხეთაში: დაიღუპა მცირეწლოვანი, დედა - მძიმე მდგომარეობაშია

მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეასკდა. ავარიის შედეგად დაღუპულია მცირეწლოვანი ბავშვი. არსებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია ბავშვის დედაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია