დაპირისპირება მარნეულში - 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული

დაპირისპირება მარნეულში - 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული

არსებული ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, უბანზე ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, შენობის ფანჯრები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული, ჩამსხვრეულია.

"მე როგორც დამირეკეს და მითხრეს, ერთმანეთს ქვებს და ჯოხებს ესროდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია", - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი