"ნაციონალების" კანდიდატის მხარდამჭერები საოლქო კომისიისკენ მიემართებიან - ახალი ინფორმაცია მარნეულიდან

"ნაციონალების" კანდიდატის მხარდამჭერები საოლქო კომისიისკენ მიემართებიან - ახალი ინფორმაცია მარნეულიდან

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის მხარდამჭერები მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიის შტაბისკენ დაიძრნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მხარდამჭერებს თავად მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი მიუძღვება.

ადამიანთა აღნიშნული ჯგუფი სკანდირებს როგორც "მიშა, მიშას". ასევე, გზადაგზა ხევენ "ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატებს.

მათი განცხადებით, აპირებენ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მისვლას, რათა 48-ე უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვონ.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორია სპეცრაზმა და პოლიციამ დაიკავა. ამ დროისთვის 48-ე უბნის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი