ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაცვლითი კურსის დროებით ჭარბ ცვლილებებს პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაცვლითი კურსის დროებით ჭარბ ცვლილებებს პროგნოზირებს

ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქართულენოვან Forbes Banker-თან ინტერვიუში განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სებ-ის სავალუტო ინტერვენციების მიზეზები განმარტა.

"მოკლედ თუ ვიტყვით, ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების პირობებში ჩარევა კონტრპროდუქტიულია, მაგრამ ჩარევა შესაძლებელია თუ ბაზარზე ცალკეული ერთჯერადი ფაქტორები ახდენს გავლენას", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ საგრძნობი საგარეო შოკი გადაიტანა, რომელიც უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსზე და თუ ახალი მოცულობითი შოკი არ წარმოიქმნა, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გაცვლით კურსზე ზეწოლა ამოწურულია.

"თუმცა ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს. ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდი, რაც სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობას ზრდის. ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრის პირობებში, როგორიც ამჟამად საქართველოშია, დასაშვებია ეროვნული ბანკის ჩარევა კურსის ზედმეტი მერყეობის შემცირების მიზნით. მომავალში ბაზრს განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკის მსგავსი ინტერვენციების სჭიროება შემცირდება და ბაზარი თვითონ დააბალანსებს ასეთ შემთხვევებს, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი