ოჯახური ძალადობის უმძიმესი ფაქტი თბილისში: "ქმარმა გაიტაცა და სასტიკად ცემა... მოსამართლეს გირაოთი გაუთავისუფლებია"

ოჯახური ძალადობის უმძიმესი ფაქტი თბილისში: "ქმარმა გაიტაცა და სასტიკად ცემა... მოსამართლეს გირაოთი გაუთავისუფლებია"

უფლებადამცველი თამარ იარაჯული "ფეისბუქის" გვერდზე შემაძრწუნებელ ინფორმაციას ავრცელებს. საქმე ეხება თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტს. იარაჯული მსხვერპლის ისტორიასთან ერთად პირად გვერდზე დაზარალებული ქალბატონის ფოტოსაც ავრცელებს - ახალგაზრდა ქალს სახეზე ძლიერი დაჟეჟილობები აღენიშნება.

"ეს ქალბატონი 2 თვის წინ ქმარმა გაიტაცა და სასტიკად ცემა. ჩაუტარდა ოპერაციები, გუშინ ამ ქალბატონს დაუკავშირდა ქმრის ადვოკატი და გარეთ გასვლა თხოვა, ქალბატონი გავიდა, ადვოკატი ნასვამი დახვდა და აღმოჩნდა, რომ ქმარი გამოსული ციხიდან რამდენიმე საათის, სახლთან დახვდა, სასამართლოს ანუ მოსამართლეს 2000 ლარი გირაოთი გაუთავისუფლებია, ქალბატონმა როდესაც დაინახა ქმარი, შიშისგან იქვე მდებარე სუპერმარკეტში კივილით შევარდა, მისდევდა ქმარი ყვირილით და ეს გოგო მუცლით დაცემულა. ვეკითხები იმ ქალბატონ მოსამართლეს, რას უშვებით ამ ქალის ხუთ შვილს, რატომ არ აფრთხილებთ, ან შემაკავებელს არ აყოლებთ ესეთ დამნაშავეს?!

ეს გოგო არის ფსიქიკურად ცუდად!!! გუშინდელი ღამის შემდეგ მეტყველება აბსოლუტურად დაერღვა, გამოვიძახეთ პატრული და უთხრა თუ არ შეგხებია, ეს დანაშაული არ არისო. შემდეგ მოვიდა პოლიცია და იმედს ვიტოვებ რამე ზომებს მიიღებენ, ეს ქალბატონი იმყოფება მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, ყველგან ელანდება ქმარი და მას ჭირდება დახმარება პოლიციის და სასამართლოს მხრიდან!!! ოდესმე გააუქმებთ ამ კანონს, რომ გირაოთი ასეთ დამნაშავეებს უშვებთ თუ გვამები გაკლიათ? ხაზს ვუსვამ, ქალი მოსამართლე, რომელსაც ხელთ ქონდა 2 თვის უკან, რა დაზიანებები მიაყენა ამ ადამიანმა! რატომ უშვებთ, რატომ?" - წერს იარაჯული.

მისივე ინფორმაციით, საქმით დაინტერესდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და წარმომადგენელი გაგზავნა დაზარალებულთან.

როგორც აღნიშნულ ფონდში AMBEBI.GE-ს განუმარტეს, დაზარალებული ქალბატონი თავშესაფარში განთავსებას არ მოითხოვს, მას სხვა სახის დახმარება გაეწევა: "მას სურს სხვა სერვისები მიიღოს ჩვენგან, ეს იქნება ფსიქოლოგიური დახმარება, იურიდიული კონსულტაცია, თუ საჭიროება იქნება იურისტიც დაეხმარება სასამართლოში. ჯერჯერობით თავს შეუძლოდ გრძნობს ეს ქალბატონი, მომდევნო კვირაში დავთქვით შეხვედრა, მოვა და დეტალებზე მაშინ ვისაუბრებთ. რაც შეეხება მის 5 შვილს, სახელმწიფო ფონდი იმავე სერვისებით უზრუნველყოფს მათაც" - განგვიმარტეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი