ყოვლისგამძლე G-SHOCK!

ყოვლისგამძლე G-SHOCK!

24 სექტემბერს, სავაჭრო ცენტრში ისთ ფოინთი, G-SHOCK-ის საინტერესო და ხმაურიანი ივენთი გამართა მაღაზიათა ქსელმა TIME, რომელიც იაპონური ბრენდის CASIO ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. დამსწრე საზოგადოება დაუჯერებელი სანახაობის მომსწრე გახდა და ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა გათამაშების გამარჯვებულებს კი ბრენდისგან საჩუქრად გადაეცათ

#ყოვლისგამძლე G-SHOCK-ის საათები.

ივენთი დასაწყისში ჰიპ-ჰოპის რიტმებით გახურდა, დიჯეის მუსიკას მალე პროფესიონალი ბრეიქდანსის მოცეკვაავებიც შეუერთდნენ, რომელთაც G-SHOCK-ის მოედანზე ნამდვილად შოკური ენერგეტიკა შექმნეს - მოცეკვავეებს შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა და გამოვლინდა გამარჯვებული საუკეთესო მოცეკვავე, რომელიც მაღაზიათა ქსელმა TIME დააჯილდოვა #ყოვლისგამძლე G-SHOCK-ის საათებით.

სოციალური ქსელის ფოტოკონკურსში გამოვლინდა ორი გამარჯვებული: G-SHOCKქალი და G- SHOCKმამაკაცი, რომელთაც გადაეცათ საჩუქრები. #ყოვლისგამძლე საათი ასევე მოიგო ყველა იმ მოხალისემ, რომელმაც ივენთის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გამოცდასა და აქტივობაში:

ჩაქუჩის დარტყმა, ყინულში დატყვევება, უზარმაზარი მანქანის ბორბლებქევშ მოქცევა - ყოველივე ეს დაუჯერებელი სანახაობა საკუთარი თვალით იხილა დამსწრე საზოგადოებამ და დარწმუნდა, რომ...

G-SHOCK შოკურად #ყოვლისგამძლეა!

მძაფრი შეგრძნებების და თავგადასავლების მოყვარულთათვის შექმნილი საათი, რომელიც ნებისმიერ გარემოში გადალახავს ნებისმიერი სირთულის დაბრკოლებას - ეს არის #ყოვლისგამძლე G-SHOCK!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი