ebay-ზე პაატა ბურჭულაძის პარტია იყიდება

ebay-ზე პაატა ბურჭულაძის პარტია იყიდება

მსოფლიოში ცნობილ ონლაინ აუქციონზე, ebay-ზე, სადაც ინტერნეტ-მომხმარებელი სხვადასხვა პროდუქციას ყიდის, პაატა ბურჭულაძის პარტია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" იყიდება. უცნობია, თუ ვინ არის განცხადების ავტორი. პარტიის საწყის ფასად მითითებული იყო 10 ამერიკული დოლარი, თუმცა ღირებულება სწრაფი ტემპით იზრდება.

განცხადების ტექსტში ვკითხულობთ:

"იყიდება პოლიტიკური პარტია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის"

მდგომარეობა: მეორადი (ეტყობა ხმარების კვალი)

What's in the box:

- პოლიტიკური სახეები

- რუსული ბანი

- ოფისები (ქირის თანხა გადასახდელია)

- ვერტმფრენი და ხატი

- საოპერო პლეილისტი

- აწყობილი და გამართული ბიუროკრატია

- ეკონომიკური და იურიდიული პროგრამა

- კოორდინატორების დავალიანება

- პოლიტიკური ფილტრი

- ახალგაზრდული ფრთა

- ცოტა ვალებიც (100400 ათასი)

- ვაშაძე

- კაციტაძე

Political Skills:

- მღერის".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი