რა გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებაზე "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გარიგებამ - ექსპერტთა შეფასებები

რა გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებაზე "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გარიგებამ - ექსპერტთა შეფასებები

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, 8 სექტემბერს, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3060 ლარი იყო, 16 სექტემბერს - 2.3105 ლარი, ხოლო დღეს მოქმედი კურსით ლარის საშუალო შეწონილი კურსი 2.3525 გახდა.

პროცესი არ წყდება მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საგულისხმობა, რომ ლარის კურსის ცვლილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლო ხანებში განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციებით ხსნის: "ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ Forbes Banker-თან ინტერვიუში.

შექმნილ სიტუაციას ეკონომისტები სხვადასხვაგვარად აფასებენ. როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ თოქმაჯიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული.

"მათ შორის გამოვყოფდი იმპორტის გააქტიურებას და მეორე მხრივ, უკვე გახმაურებულ მსხვილ გარიგებებს, რომლებსაც ტრანზაქციების უცხოურ ვალუტაში განხორციელება მოჰყვა. არ გამოვრიცხავ, რომ "თიბისი ბანკის" მიერ "ბანკი "რესპუბლიკას" შესყიდვამაც ხელი შეუწყო ამ პროცესს, რადგან ვინც ეს ბანკი იყიდა, თანხას უცხოურ ვალუტაში მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმა მხოლოდ ვარაუდით შემიძლია, მაინც ცხადია: როდესაც ბაზარზე ამხელა მოთხოვნა ჩნდება დოლარზე, სწორედ მაშინ იწყება ლარის გაუფასურება. სამწუხაროდ, დოლარზე მოთხოვნა დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველა ის წყარო, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას უწყობს ხელს. ეროვნული ბანკი ერთგვარად არბილებს ლარის გაუფასურების პროცესს, 40 მილიონი ლარის შესყიდვაც ამით უნდა აიხსნას - ეს არის მცდელობა, რომ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდეს", - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი