შემწვარი კარტოფილი - ყველაზე მარტივი, ყველაზე პოპულარული და ყველაზე საყვარელი კერძი. რა უნდა კარტოფილის შეწვას, ეს ხომ ასე იოლიაო, - ბევრი იტყვის. არადა მთლად ასეც არ არის საქმე. ხრაშუნა, ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილის მომზადება ყველამ არ იცის. ძალიან ხშირად შემწვარზე მეტად კარტოფილი ჩაშუშულს ან მოხარშულს უფრო ჰგავს. ან პირიქით, დამწვარი, მაგრამ მშრალი და მოუხარშავი გამოდის. ამიტომ ამ სატატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე შეცდომაზე, რომელთა გამოც ჩვენს მიერ შემწვარი კარტოფილი ხრაშუნა და დაბრაწული არ გამოდის.
1. არ ვირჩევთ სათანადო კარტოფილს.
საქმე ეხება არა კარტოფილის ჯიშს (ისინი უამრავი არსებობს და უბრალო ადამიანს ნამდვილად გაუჭირდება მათში გარკვევა) არამედ მხოლოდ გარეგან იერს, უფრო კონკრეტულად, ფერს, რომლის სწორად არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ თეთრი კარტოფილი კარგად იხარშება, იგი უკეთესია პიურესთვის, სუპებისთვის და ა.შ. ცხადია, მისი შეწვაც შეიძლება, მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ ჩაგეშალოთ. თუ გსურთ, რომ შეწვისას კარტოფილი არ დაიშალოს და ფორმა შეინარჩუნოს, არჩევანი შეაჩერეთ ყვითელი ან წითელი ფერის კარტოფილზე.
2. არ ვჭრით სწორად.
ნათქვამია, კარტოფილს როგორც დაჭრი, ისე შეიწვებაო. დაჭრა ძალი ბევრნაირად შეიძლება - ჩხირებად, კუბიკებად, ფირფიტებად - მთავარი ის არის, რომ რაც უფრო თხელი იქნება ნაჭრები, მით სწრაფად შეიწვება. ხოლო სქელ ნაჭრებს შესაწვავად დროც მეტი დასჭირდება და სახამებლის გემოც მეტად ექნება შენარჩუნებული.
3. არ ვაშორებთ ზედმეტ სახამებელსა და წყალს განაგრძეთ კითხვა intermedia.ge-ზე
გაქვთ საინტერესო იდეები, გიყვართ წერა და ვიდეოების გადაღება?
ატვირთეთ თქვენი ვიდეო ან სტატია ვებ-გვერდზე intermedia.ge და გამოიმუშავეთ ფული! გაიგეთ მეტი აქ