"ხო იძახდა ერთი ფაქტი მაინც დამიდეთო - აჰა, ზონდერ" - რა ვიდეოკომპრომატებით უპირისპირდებიან გიორგი ონიანს

"ხო იძახდა ერთი ფაქტი მაინც დამიდეთო - აჰა, ზონდერ" - რა ვიდეოკომპრომატებით უპირისპირდებიან გიორგი ონიანს

რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ონიანმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ შსს-ში მუშაობის პერიოდში მის მიერ ჩადენილი ძალადობის ერთ ფოტო, ან ვიდეო ფაქტს თუ წარუდგენენ, მზად არის კანონის წინაშე პასუხი აგოს.

ამ განცხადების შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა საარქივო ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ექცევა ონიანი მოქალაქეებს აქციის დარბევის დროს. კადრები ონიანის პოლიციაში მუშაობის პერიოდშია გადაღებული.

იხილეთ ვიდეო

აღნიშნულ ვიდეოს "ფეისბუქზე" "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია შემდეგი კომენტარით აზიარებს:

"ვაზისუბნელებო მოიშორეთ ნაზონდერალი ნაგავი!! უბრალოდ სირვცხვილია ეს სამარცხვინო კაცი ერთ ხმასაც რომ იღებს! ხო იძახდა ერთი ფაქტი მაინც დამიდეთო... აჰა ზონდერ".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი