ნარმანიას გამარჯვებულისთვის პრიზი უნდა გადაეცა, მაგრამ ის არ გამოცხადდა - ცერემონიაზე არ მივიდნენ სხვა გამარჯვებულებიც

ნარმანიას გამარჯვებულისთვის პრიზი უნდა გადაეცა, მაგრამ ის არ გამოცხადდა - ცერემონიაზე არ მივიდნენ სხვა გამარჯვებულებიც

არქიტექტურის მე-5 საერთაშორისო ფესტივალის რამდენიმე გამარჯვებული და ნომინანტი დაჯილდოვების ცერემონიალზე არ გამოცხადდა.

სასტუმრო "რედისონში" "არქიტექტურული პრემია 2016"-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონკურსზე 107-მა არქიტექტორმა და დიზაინერმა 108 საკონკურსო ნამუშევარი წარადგინა. მათგან საერთაშორისო ჟიურიმ თითოეულ ნომინაციაში სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. ნომინაციებში გამარჯვებულები კი "არქიტექტურული პრემია 2016"-ით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოვების ცერემონიალზე პირველივე ნომინაციაში - "საზოგადოებრივი ნაგებობა", დასახელებული სამი ნომინანტი არ გამოცხადდა. მათგან საუკეთესო თბილისის მერს დავით ნარმანიას უნდა გამოევლინა, რისთვისაც ის სცენაზე მიიწვიეს.

"ვინ გამოვავლინო არ ვიცი, მაგრამ მოგესალმებით. აქ ვიღაცამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისინი საცობების გამო ვერ მოვიდნენ. საცობებსაც მე მაბრალებენ ", - განაცხადა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე.

დაჯილდოების ცერემონიალზე არ იმყოფებოდნენ ასევე დავით აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ავტორები: გია აბულაძე, გიორგი გოცირიძე და გიორგი გოგოლაშვილი. მათთვის გადასაცემი პრიზი "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" დამფუძნებელმა და ფესტივალის ორგანიზატორმა დიმიტრი მოსულიშვილმა თბილისის მერს გადასცა.

მოსულიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებაში თბილისის მერიას დიდი წვლილი მიუძღვის.

თბილისის მერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოები 47 მისამართზე ხორციელდებოდა, საიდანაც 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მერის თქმით, "გამარჯვებულ ავტორებს პრემიის მისგან წაღება ცოტა ძვირი დაუჯდებათ".

"არქიტექტურული პრემია 2016" მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს სხვადასხვა ნომინაციაში. კერძოდ, ქალაქგეგმარებით არქიტექტურის, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის, მწვანე არქიტექტურის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან კომპლექსის, ასევე ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული თუ განსახორციელებელი საუკეთესო პროექტების ავტორებს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი