"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები

სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა 8 ოქტომბერს თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში. იმ დროს, როცა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგების მოლოდინში იყვნენ და გაცხარებული ბრძოლა ჰქონდათ უბნებზე გაჩაღებული, კოპალიანების სახლში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა. ძნელია ასეთ დროს სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და ტკივილი, რასაც განიცდი, ძნელია ასეთ დროს რამე სანუგეშო უთხრა ჭირისუფალს, რომელსაც ასეთი უბედურება დაატყდა თავს.

მართლა მთელი საქართველო შეძრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის სახლში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ. იმ საბედისწერო დღეს ბატონი ჯემალის შვილიშვილი, 2 წლის გოგონა საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ამ ტრაგედიას მალე ახალი ტრაგედია დაემატა. სასტიკი რეალობის წინაშე მდგარმა შოკირებულმა დედამ, 28 წლის ნინო ბოკუჩავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო სასოწარკვეთილი დედის გადარჩენა. მეზობელების თქმით, "ნინო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოხტა და მანაც იმ ადგილას დაასრულა სიცოცხლე, სადაც მისმა პატარამ". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყველაფერი წამებში მოხდა და ამ ფაქტის თვითმხილველები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან, რომლებიც მეზობლებმა ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გამოიძახეს.

ნახეთ ვიდეო: რა ხდებოდა ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე

28 წლის ნინო ბოკუჩავა პროფესიით იურისტი იყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მაია შოშიაშვილის მდივნად მუშაობდა. ნინომ და ბექა კოპალიანმა სიყვარულით შექმნეს ოჯახი, მალე მათ გოგონა შეეძინათ და წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, უცებ უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.

როდესაც უბედური შემთხვევის ადგილას მივედით, კოპალიანების საცხოვრებელ კორპუსთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კორპუსთან იდგა, რადგან ოჯახის წევრებს რამდენჯერმე დასჭირდათ ექიმების დახმარება. საღამოს 6 საათზე ექსპერტიზიდან დედა-შვილის ცხედარი მოასვენეს. ყველა კუთხეში მოთქმა- გოდება ისმოდა...

ფაქტის თვითმხილველი ქალები ტირილით იხსენებდნენ დეტალებს:

"შოკში ვარ, მთელი ცხოვრება ვერ დავივიწყებ ამ საშინელებას, რაც აქ ვნახე. უცებ კივილ- წივილის ხმა გავიგე, წინა კორპუსთან ვიყავი და სირბილით გამოვიქეცი აქეთკენ. საშინელ სურათს შევესწარი. დედას თავისი გარდაცვლილი, დასისხლიანებული შვილი გულში ჰყავდა ჩახუტებული და ისტერიულად კიოდა. როგორც გავიგე, ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. პირველი სართულის მეზობელს აივანი აქვს მოშენებული და იმის აივანზე დაეცა. თურმე უცებ მოიძია სახლში ბავშვი დედამ და ოთახში რომ ვერ ნახა, კივილით ჩამოვიდა პირველ სართულზე, თქვეს, რომ მეზობლის აივანზე, სადაც ბავშვი იყო, პირველი ნინო შევარდა. მეზობლის 18 წლის ბიჭი იყო ამ დროს სახლში. ეტყობა ამ საშინელების შემხედვარე გაოგნდა, მან ვერაფერი მოიმოქმედა... გამწარებულმა დედამ ხელში აიტაცა პატარა და ატატებული გამოიყვანა ეზოში, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. ამასობაში ეზოში ჩამოვიდა მისი მამამთილი, ჯემალ კოპალიანი და რძალს ბავშვი მან გამოართვა. ხალხიც მალე მოგროვდა, მაგრამ ყველა იმდენად იყო შოკირებული, არავის უფიქრია თუნდაც ჯემალისთვის გამოერთმია გარდაცვლილი ბავშვი. ეტყობა ამასობაში ვიღაცამ სასწრაფოშიც დარეკა და მალე პატრული და სასწრაფოც მოვიდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი