მაღალი სართულებიდან გადავარდნილი ბავშვების თავზარდამცემი სტატისტიკა

მაღალი სართულებიდან გადავარდნილი ბავშვების თავზარდამცემი სტატისტიკა

2013 წლის 21 ივნისს ფალიაშვილის ქუჩაზე, კორპუსის მე-5 სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა...

2013 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში ოთხი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა...

2014 წლის 13 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა...

2015 წლის 27 იანვარს ბათუმში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულიდან სამი წლის გოგონა გადმოვარდა...

2016 წლის 6 ივლისს რუსთავში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა...

გასულ კვირას გლდანის მეორე მიკრორაიონში კოპალიანების ოჯახში მომხდარმა­ ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. წლინახევრის ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოვარდა, შემდეგ კი ფანჯრიდან ბავშვის დედაც გადახტა... ორივე გარდაიცვალა.

ეს თავზარდამცემი სტატისტიკაა!

იყო შემთხვევები, რომლებიც იღბლიანად­ დასრულდა. 2012 წლის 25 დეკემბერს ექვსი­ წლის ნიკოლოზ ღაჭავა მე-9 სართულიდან­ გადმოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა(?!). "ჯერ ჩვენი ფანჯრის წინ სარეცხის თოკებს მოვეჭიდე, შემდეგ ხელები დამეღალა და გავუშვი. დაბლა სართულზე მიშენება­ იყო, სადაც მეზობლებმა ლეიბები დამიფინეს. ჯერ ნაძვის ხეზე დავეცი, შემდეგ - ლეიბზე" - იხსენებს ნიკოლოზი. 2016 წლის 26 მარტს ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადავარდა და ისიც სასწაულებრივად გადარჩა...

და მაინც, რა განაპირობებს ამგვარი შე­მთ­ხვევების მატებას და დაცულია თუ არა კორპუსების დაპროექტებისას უსაფრთხოების წესები?! ამის შესახებ არქიტექტორების აზრით დავინტერესდით.

ლევან სალარიძე, არქიტექტორი: - უსაფრთხოების ნორმებს არქიტექტორი თავიდანვე ითვალისწინებს, მაგალითად, მოაჯ­ირის სიმაღლე 80 სანტიმეტრიდან ერთ მეტ­რამდე მერყეობს, თუმცა, უბედური შემთხვ­ევის გამორიცხვა არ შეიძ­ლება. ბავშვმა შესაძლოა, სკამი მიაყუდოს­ და ისე გადავარდეს... ძველ კორპუსებს მეტწილად გისოსე­ბიანი აივნები აქვს. ადრე ამ გისოსებს შორის დაცილება უსაფრთხოების^ ნორმებს შეესაბამებოდა. ძირითადად, ეს არის, რაც გათვალისწინებული იყო და ახლაც არის.

ბოლო დროს ხშირად ვხედავ მაღალ სართულებზე რკინის ჟალუზებს, რასაც, ალბათ­, ბავშვების დასაცავად აკეთებენ, თორემ ქურდი ამ სიმაღლეზე ვერ შეფრინდება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი