რა კომენტარს აკეთებენ სახალხო აფთიაქში ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა

რა კომენტარს აკეთებენ სახალხო აფთიაქში ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა

სოციალურ ქსელში მარინა ბაბუნაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოში ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ სახალხო აფთიაქში პრეპარატი "ესენციალე ფორტე" ცარიელი კაფსულებით მიჰყიდეს.

"როდესაც ორი ფლაკონი დავლიე და მესამეზე გადავედი, მოხდა ისე, რომ კაფსულა გაიხსნა. აღმოჩნდა, რომ ის სულ მთლად ცარიელი იყო. შიგნით წამლის მსგავსი არაფერი იყო. ძალიან ვტყუვდებით ხალხი...", - ამბობს ვიდეოში ქალბატონი.

Ambebi.ge ვითარებაში გასარკვევად სახალხო აფთიაქის წარმომადგენელს სოფო ხაჟომიას დაუკავშირდა:

- გავეცანით ამ ვიდეოს და საპასუხო ვიდეოს საშუალებით გავეცით პასუხი. წამალი "ესენციალე ფორტე" მოთავსებულია სპეციალურ კაფსულებში, ჟელეს სახით, თუ კაფსულების გვერდებს არ მოუჭირა ხელი მომხმარებელმა, შესაძლოა ჟელე არც გადმოვიდეს კაფსულებიდან. საპასუხო ვიდეოში სწორედ ეს ავუხსენით მომხმარებელს. "ფეისბუქის" გვერდის ადმინისტრატორმა, სადაც აღნიშნული ვიდეო გავრცელდა, გამოგვიგზავნა მომხმარებლის სქრინშოტი, სადაც ისე წერს, რომ ამ ვიდეოს გავრცელებით უბრალოდ, სურდა შეემოწმებინა, რა სისწრაფით ვრცელდება ჭორი. ჩვენს ქსელში უმაღლესი ხარისხის, სერთიფიცირებული პროდუქცია იყიდება.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: დღეს გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია, "სახალხო აფთიაქი" ვიდეომიმართვას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი