სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება

სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება წარუდგინა.

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება.

აღნიშნული რიცხოვნობით არაფერი იცვლება, რადგან როგორც მიმდინარე წელს, ასევე გასულ წლებში სამხედრო ძალების რაოდენობა არა უმეტეს 37 000 კაცით არის განსაზღვრული.

შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი