თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ, 18 სექტემბერს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს შეზღდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევის, მთაწმინდის, კრწანისის და საბურთალოს რაიონებს.
"ინტერპრესნიუსი" გთავაზობთ გრაფიკს რომლის მიხედვიტაც ელექტრომომარაგება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, ბარისახოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.