გიგი წერეთელი - წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში

გიგი წერეთელი - წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში

წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესოის ქონა არ არის სასურველი არასდროს, რადგან "ეს მაინც არის ძალიან დიდი ბერკეტი ხელისუფლების ხელში".

"თუკი ამომრჩეველი იღებს ასეთ გადაწყვეტილებს, ეს შესაძლებელია იყოს და არსებობენ ქვეყნები და ჩვენს ქვეყანაშიც იყოს რამდენჯერმე ამის მაგალითი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს შესაძლებელია, თუმცა, ეს არ არის სასურველი არასდროს. იმიტომ, რომ ეს მაინც არის ძალიან დიდი ბერკეტი ხელისუფლების ხელში და ანგელოზებით, როგორც წესი, არც ერთი ხელისუფლება არ კომპლექტდება, რა თქმა უნდა, არც ჩვენი. როგორ უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება იყო ყველაზე საუკეთესო. უახლეს ისტორიას რომ გადავხედავ, ყველაზე საუკეთესო კი იყო თავისი შედეგებით, მაგრამ მასაც ჰქონდა ძალიან ბევრი გადაცდომა. სწორედ ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც შეიძლება იყოს ის, რომ შენ არ გყავს შემომპასუხებელი, არ გყავს ისეთი ძალა, რომელიც წინ აღუდგება შენს არასწორ გადაწყვეტილებას და შენ ყოველთვის იფიქრებ, რომ რაღაცაში ხარ მართალი და შეგიძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას. მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."