ამ ქალმა პირველად ნახა, როგორ ეხუტება მისი აუტისტი შვილი სხვას... - ემოციური ფოტო-ისტორია

ამ ქალმა პირველად ნახა, როგორ ეხუტება მისი აუტისტი შვილი სხვას... - ემოციური ფოტო-ისტორია

საიტი Love What Matters, რომელიც ემოციურ და ინსპირაციულ ცხოვრებისეულ ამბებს აქვეყნებს, ერთი ამერიკული ოჯახის ფოტო-ისტორიას გვიამბობს.

"ხედავთ ამ გულისამაჩუყებელ მომენტს? გუშინ ჩემი 5 წლის აუტისტი შვილი პირველად შეხვდა მის დამხმარე ძაღლს, სახელად ტორნადო. ჩვენ ამერიკელები ვართ და იაპონიაში ვცხოვრობთ. ტორნადოსთან შესახვედრად ორი წელი ვემზადებოდით" - ყვება ბიჭუნას დედა.

ფოტოზე აღბეჭდილია აცრემლებული დედა და ის მომენტი, როცა მან დაინახა თავისი შვილი, რომელსაც ვერ ეხუტება, ვერ აცმევს, ვერ აჭმევს და ვერ ეხება თავისუფლად, როგორ ჩაეხუტა საკუთარი სურვილით, უსიტყვოდ თავის დამხმარე ძაღლს. ეს არის იმ დედის სახე, რომელსაც უამრავჯერ უნახავს შვილის წარუმატებელი მცდელობები, ემეგობრა ვინმესთან სათამაშო მოედანზე. გაეჩინა ნებისმიერი მეგობარი, ნებისმიერი სახის კონტაქტი ჰქონოდა ვინმესთან... მას საათები გაუტარებია ატირებულ შვილთან, რომელსაც თერაპიის კურსის ფარგლებში, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სხვებთან ურთიერთობა არ გამოსდიოდა... ახლა ის ზის თავისი შვილის უკან და უსიტყვოდ უყურებს ამ შესანიშნავ მომენტს... უსიტყვოდ, სუნთქვაშეკრული, ასეთ დროს ხომ სიტყვები ზედმეტია...

"ამ მომენტად ღირს ყველაფერი რაც აქამდე გადამიტანია, ყველა ბრძოლა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებისთვის, ყველა ახალი დიაგნოზი, ყველა სასკოლო შეხვედრა, ყველა დახარჯული დოლარი, ყველა შევსებული დოკუმენტაცია, ყველა ცრემლი, ყველა ნაბიჯი წინ, ყველა ნაბიჯი უკან და ყველა კითხვა უცნობ მომავალზე. იმიტომ რომ ახლა, ტორნადოს გამო ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. მე, როგორც დედას უამრავი წინააღმდეგობა და მტკივნეული მომენტი მინახავს ჩემი შვილის ცხოვრებაში და მასთან ერთად მიტირია ამ ტკივილის გამო. გუშინ სხვა მიზეზის გამო ვტიროდი და ეს არის გრძნობა, რომლის აღწერაც შეუძლებელია..."

აუტისტი ბავშვების უმრავლესობა ძნელად აკონტროლებს ემოციებს, ისინი ძნელად ამყარებენ ურთიერთობებს, შეიძლება შეშინდნენ უბრალო რამით და ვერ დაინახონ რეალური საფრთხე. ქუჩაში ყოფნის დროს, ბავშვი შეიძლება გაიქცეს გაურკვეველი მიმართულებით, გადავიდეს გზის მოძრავ ნაწილზე და არ მიაქციოს მშობლების ძახილს ყურადღება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მსგავს სიტუაციებში ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა დამხმარე ძაღლმა. კანისთერაპია არის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება ადამიანების სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და დასახმარებლად. მისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიმართულება სწორედ ბავშვთა აუტიზმის მკურნალობაში ცხოველების ჩართულობაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი