საქართველოში საჰაერო ტაქსებზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, 100%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანია "ეარ ჩარტერის" დამაარსებელმა ლევან გურგენიძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა.
მისივე თქმით, საჰაერო ტაქსებზე ფასები ძალიან მაღალია. საჰაერო ტაქსით, რომელშიც 4-5 ადამიანი ჯდება, ორი გზის ღირებულება 4-5 ათასი დოლარის ფარგლებშია. ფასი საჰაერო გზის მანძილსა და ლოდინის დროზეა დამოკიდებულია.
"ყოველ წელს მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ გვყავს კლიენტები რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. არის ისეთი კატეგორიის საფრენი აპარატები, რომელთა ექსპლუატაციაც ძალიან ძვირი ჯდება. მომხარებელი ძირითადად მაღალშემოსავლიანი სეგმენტია. სურვილი გვაქვს, რომ საშუალო შემოსავლიან სეგმენტსაც მოვემსახუროთ. მაგალითად თუ მაღალშემოსავლიანი სეგმენტში, ერთ პირს შეუძლია დაიქირავოს ჩარტერი და გადაფრინდეს ბათუმში, ამის ფონზე არის საშუალო შომასვლიანი კატეგორია, მეგობრების ჯგუფი, რომლებსაც სურთ გადაფრინდნენ დავუშვათ მესტიაში და დაბრუნდნენ უკან, რატომაც არა, მათთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ სეგმენტზე ჭირს ბიუჯეტის მორგება. ეს რომ შევძლოთ, ქვყანაში ისეთი სახის აპარატები უნდა შემოვიდეს, რომელიც შედარებით ბევრ მგზავრზე იქნება გათვლილი. მთლიანი რეისის ხარჯი კი დიდ რაოდენობაზე გადანაწილდება. თუ დავუშვათ რეისი 1000 დოლარი ღირს, ათი კაცი 100-100 დოლარად იმგზავრებს, ეს უკვე ყველასთვის მისაღები იქნება", - ამბობს ლევან გურგენიძე.