ცნობილი ქართველების გამორჩეული ქორწილები, რომლებზეც დღემდე საუბრობენ

ცნობილი ქართველების გამორჩეული ქორწილები, რომლებზეც დღემდე საუბრობენ

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მზის სხივი, რომელიც ერთი განსაკუთრებული დღის გათენებას მოასწავებს. ამ დღეს მუსიკებით, ყვავილებით, განსაკუთრებული სამოსელითა და სხვა უამრავი ნიუანსით აღნიშნავენ საყვარელ ადამიანთან სამუდამო თანაცხოვრების დაწყებას. სტატიაში განხილულია, როგორ აკეთებენ ამას ქართველი ცნობილი ადამიანები:

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში ბენ ჩეიმზე დაქორწინდა. დედოფალი აღშფოთდა ამერიკული ქორწილით, სადაც თითოეული ფინჯანი იყო შეხამებული ჩანგალთან, თითოეული ჭიქა - ყვავილთან და ყველაფერი ყვავილებით იყო მორთული. ქორწილი, რომელსაც ამერიკაში მოკრძალებულს ეძახიან, ქართველი ვარსკვლავის აღფრთოვანების მიზეზი გახდა. ყველაფერი განათებული და გემოვნებიანად მორთული იყო. ნუკის ბენმა ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. "მიყვარს ჩემი ბიჭი!!ეს ბეჭედი ყოველ დილით კარგ განწყობაზე მაყენებს!!მიყვარს, მიყვარს, მიყვარს...

ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობარია, თუმცა მეუღლეები, რომლებიც მათ ყიდულობენ უფრო ძვირფასია.... ", - წერს ნუკი. საქორწინო ცერემონიაზე, დედოფალი საკურთხეველთან ტრადიციულად მამამ მიაცილა.

ქეთა თოფურიას არასდროს უოცნებია სადედოფლო კაბაზე და გრანდიოზულ საქორწინო ცერემონიაზე, თუმცა აქტიური მეგობრების დამსახურებით მას ერთიც ჰქონდა და - მეორეც. საქორწინო ცერემონიას წინ უძღვოდა ე.წ "ძევოშნიკი", თავისუფლებასთან გამოსამშვიდობებელი გოგონების საღამო, რომელსაც 21 გოგონა ესწრებოდა.

საქორწინო ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ ბატი-ბუტის კოსტიუმებში გამოწყობილი სიმპათიური ახალგაზრდები, ერთ-ერთი მათგანი ბარზე დაწვა და მისი შიშველი სხეულიდან დედოფალმა მეგობრებთან ერთად ხილი მიირთვა. მეორედ ღეს, წყვილი ოფიციალურად შეუღლდა, თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მათ არც მეჯვარეები ჰყავდათ და არც ჯვარი დაუწერიათ. ქეთას, ფრანგი დიზაინერის, სტეფან როლანდის შეკერილი კაბა იდეალურად ეხამებოდა დარბაზის დეკორს. ქორწილი მაქსიმ გალკინს მიჰყავდა. ქართველი მომღერლის რუსულ ქორწილში იმღერეს სოსო პავლიაშვილმა და ვალერი მელაძემ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი