მიიღეთ პასუხები ყველა კითხვაზე, რომლებიც ყველა თბილისელს აწუხებს

მიიღეთ პასუხები ყველა კითხვაზე, რომლებიც ყველა თბილისელს აწუხებს

დასუფთავების საკითხების მოწესრიგება დედაქალაქში, ჯარიმები გარემოს დაბინძურებისათვის, სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობა, გარე განათება თბილისში - ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა თბილისელს აწუხებს და მასზე პასუხების მიღების საშუალება ახლა ეძლევა!

21 ოქტომბერს, დაუსვი კითხვა დავით დოლიძეს! შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე მაყურებლის კითხვებს პალიტრანიუსის ეთერში უპასუხებს!

"ჩემი კითხვა" - ეს არის "Palitranews"-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღია ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

როგორ დავსვა კითხვა?

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,

ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge

ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news

პარასკევს, 21 ოქტომბერს თქვენს კითხვებს დავით დოლიძე უპასუხებს! ჰკითხე, რაც გინდა!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი