ესტონეთში ფალსიფიცირებული ქართული ღვინო - "ხვანჭკალი" და "ქინძმალი" იყიდება

ესტონეთში ფალსიფიცირებული ქართული ღვინო - "ხვანჭკალი" და "ქინძმალი" იყიდება

ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტები დაფიქსირდა ესტონეთში.

ღვინის ფალსიფიცირებისა და სახელწოდებების მიბაძვის ფაქტებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" ისაუბრა.

"ეს არ არის პირდაპირი ფალსიფიკაცია, ეს არის მიბაძვა. ქვეყნებში, სადაც უფრო მეტი მოთხოვნაა, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იყენებენ სხვადასხვა სახელებს, დასახელებებს, ქართულ შრიფტს. მაგალითად არის ღვინო "ხვანჭკალი" და "ქინძმალი", რომლებიც ესტონეთში იყიდება. რამდენიმე კვირაში საქპატენტის ხელმძღვანელთან ერთად ჩავდივართ ესტონეთში, რომ ადგილზე გავერკვეთ. ამ პროცესის გაჩერება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ

"ხვანჭკალი" და "ქინძმალი" პირდაპირი მიბაძვაა "ხვანჭკარისა" და "ქინძმარაულის". ამის დამტკიცება ძალიან ადვილია.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი