"...თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება" - რატომ არ სურს გიგი გაჩეჩილაძეს მეუღლის ცეკვის ხილვა?

"...თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება" - რატომ არ სურს გიგი გაჩეჩილაძეს მეუღლის ცეკვის ხილვა?

მას შემდეგ, რაც გიგი გაჩეჩელაძე პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოჩნდა, სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა და მუდმივად მანდილოსნების ყურადღების ცენტრში იყო... გიგი 14 ივლისს, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იურისტ ანანო ჯოხაძეზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ანანო სწორად ის ადამიანია, ვინც სჭირდებოდა. ჟურნალ "გზასთან" გიგი გაჩეჩილაძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარდებს ინტერვიუდან:

- ერთი შეხედვით, ერთმანეთი რით მოხიბლეთ?

- პირველად, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთის გარეგნობით მოვიხიბლეთ, შემდგომ უკვე მისი პოზიტიური ხასიათი მომეწონა. ანანო საოცარი თვისებების მქონე ადამიანია. მთელი დღე რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, შინ დაბრუნებულს კი ანანო ისე მხვდება, რომ ეგრევე კარგ განწყობას მიქმნის.

- როგორ ფიქრობ, ანანო რით მოხიბლე?

- ანანო ალბათ, ჩემი უხასიათობით მოიხიბლა (იცინის). ანანოსთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ უხასიათო ვარ. ჩემი მეუღლე დადებით ემოციებს აფრქვევს.

- ქორწილი სად გადაიხადეთ და ვინ იყვნენ თქვენი მეჯვარეები?

- ქორწილი 14 ივლისს, ქალაქ მცხეთაში აღვნიშნეთ. ცერემონიამ ძალიან ლამაზად ჩაიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში გვედგა და ეს დღე გაგვილამაზა. მეჯვარეები იყვნენ ჩვენი უახლოესი მეგობრები. ტრადიცია დავარღვიეთ და ერთ-ერთ მეჯვარედ საუკეთესო მეგობარი გოგო მყავდა, ანანოს კი მეგობარი ბიჭი.

- თაფლობის თვე სად გაატარეთ?

- თაფლობის თვის გატარება ტაილანდში გვინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ამბავი მომავალი წლისთვის გადავდეთ. წელს კი თაფლობის თვე რაჭასა და სამეგრელოში გავატარეთ, იქაური ბუნებით დავტკბით".

- დაქორწინების შემდეგ, რა განსხვავებული თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

- მე და ანანომ ერთმანეთში ძალიან ბევრი თვისება აღმოვაჩინეთ. მეუღლესთან ურთიერთობამ საოცრად შემცვალა. ჩვენ სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებს ერთად ვწყვეტთ. ის ძალიან გონიერი ადამიანია.

- ცეკვა თუ იცის?

- 8 წელი დადიოდა ქართულ ცეკვებზე და შესაბამისად, იცის. ამბობენ, რომ სამეჯლისო ცეკვებსაც კარგად ართმევს თავს, მაგრამ მე სურვილი არ მაქვს, მისი ცეკვა ვნახო.

- რატომ?

- გოგონა სამეჯლისო ცეკვებს თუ ასრულებს, ეს აუცილებლად, ძალიან კარგად უნდა გამოსდიოდეს. თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 20 ოქტომბრის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი