ბაღდათში გაქვავებული გიგანტური ცხოველები იპოვეს - სენსაციური აღმოჩენა!

 ბაღდათში გაქვავებული გიგანტური ცხოველები იპოვეს - სენსაციური აღმოჩენა!

"ბაღდათის ახალი აღმოჩენის დადასტურების შემთხვევაში დედამიწის ისტორიის შესახებ მეტის თქმის საშუალება მიეცემათ მკვლევრებს. ვიცით, რომ შორეულ წარსულში არსებობდნენ დინოზავრები, მაგრამ კონკრეტულად სად, ამ პასუხგაუცემელ კითხვას ალბათ მალე ბაღდათი უპასუხებს."

შესაძლოა, იმერეთის ეს პატარა ქალაქი­ მალე მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცეს - მდინარე ხან­ისწყლის პირას აღმოჩნდა გიგანტური კუს, დინოზავრის და დიდი ზომის თევზ­ების გაქვავებული ნაშთები. ვარაუდობენ, რომ ცხოველთა "ნიმუშები" რამდენიმე ასეული საუკუნისაა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბაღდათი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს შეიძენს, მისი აღმომჩენის, ნინო ბაზანოვის სახელი კი შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს. ამ ამბავს სპეციალისტები და მთელი საქართველო "კვირის პალიტრის" მეშვეობით შეიტყობენ. ჩვენი გაზეთი ქალბატონ ნინოს ესაუბრა.

ნინო ბაზანოვი: 10 სექტემბერს ოჯახთან ერთად ვსეირნობდი ხანისწყლის პირას. მდინარის მარჯვენა მხარეს მეწყერია­ ჩამოწოლილი. ბავშვი გაიქცა და გავყევი. ანაზდად ყურადღება მიიქცია ქვების უნიკალურობამ. პროფესიით გეოგრაფი, ქიმიკოსი და ბიოლოგი ვარ. მალევე მივხვდი, რომ ქვები ცხოველური წარმონაქმნი იყო.

- რა ცხოველები აღმოაჩინეთ?

- რამდენიმე გაქვავებულ ნაშთს კუს ფორმა აქვს. იქვე აღმოჩნდა ნიანგის კუდის­ ანალოგიც. ასამდე ნაშთია შენარჩუნებული. მდინარის ნაპირი გამაგრებულია კირქვის ლოდების ჯებირებით. დიდი ხანია მახსოვს ეს ქვები, მაგრამ დაკვირვება მხოლოდ ერთი თვის წინ დავიწყე  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი