რა არის საჭირო იმისათვის, რომ დასუფთავების სამსახურის მანქანებმა საცობი არ შექმნან - "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოწოდება საზოგადოებას

რა არის საჭირო იმისათვის, რომ დასუფთავების სამსახურის მანქანებმა საცობი არ შექმნან - "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოწოდება საზოგადოებას

იმისათვის, რომ დასუფთავების სამსახურის მანქანებმა ქალაქში საცობი არ შექმნან, მოსახლეობის დახმარება გვჭირდება, - ამის შესახებ შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ "PALITRANEWS"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

მოქალაქემ უკმაყოფილება გამოთქვა დასუფთავების სამსახურის მანქანების გრაფიკზე და განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში დასუფთავების სამსახურის მანქანების მიერ ნაგვის ურნების დაცლის და ნარჩენების გატანის პროცესში საცობების მიზეზი ხდება.

შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის თქმით, კომპანიის ინტერესშიც შედის ნაგვის ურნების ღამის საათებში დაცლა, რადგანაც ამით ფინანსები იზოგება, თუმცა დოლიძემ აღნიშნა, რომ ამისათვის მოქალაქეების ხელშეწყობა იქნება საჭირო, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ნარჩენები სახლიდან გადაყარონ საღამოს საათებში და არა დილით, როდესაც სამსახურში მიდიან. ამასთან, დოლიძემ აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ღამით ნაგვის გატანისა და ურნების დაცლის სამუშაოები ტარდება, მოქალაქეების ავტომობილებით ჩაკეტილია ნაგვის ბუნკერამდე მისასვლელი გზა, რაც აფერხებს ნაგვის გატანის პროცესს.

"მოქალაქეები ნარჩენებს მაშინ ყრიან, როდესაც სახლიდან გადიან. სახლიდან გასვლა ემთხვევა "პიკის საათს". შემდეგ ჩვენთვის არის ძალიან რთული, რომ ცხელ ხაზზე რეკავენ და ამბობენ, რომ ნაგვის ურნები გადავსებულია. როდესაც მანქანას ვუშვებთ, შემდეგ ეს ქმნის საცობს.

"პიკის საათში" მანქანის გაშვება არც ჩვენ გვაძლევს ხელს. სწორედ ამიტომ მოსახლეობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი. მათ, სამწუხაროდ, არ გააქვთ ნაგავი ღამის საათებში. 90 % ნარჩენებს ყრის დილის საათებში, ამიტომ ამ დროს რომ ჩვენმა მანქანებმა არ იმოძრაონ, ქალაქში ანტისანიტარია იქნება. 18 ათასამდე კონტეინერი დგას დედაქალაქში და 200 მანქანა ემსახურება ამ ყველაფერს.

პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოსახლეობამ ნარჩენები ღამით გადაყაროს, ღამის საათებში რომ ნარჩენებს ყრიდეთ, მაშინ ავტომანქანები ღამით დაცლიდნენ ურნებს. ასევე ღამის საათებში მოსახლეობის ავტომობილებით ჩაკეტილია ნაგვის ურნები და ფიზიკურად შეუძლებელია ურნის დაცლა. სანამ არ მოწესრიგდება ეს პრობლემები, ცნობიერებაც, მანამდე ძნელია ღამის დაცლაზე გადასვლა", - განაცხადა შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ.

მისივე თქმით, დასუფთავების მანქანების სამუშაო გრაფიკის მოწესრიგებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დღეისათვის, არსებობს ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მანქანები დილის 08:30 საათიდან 10:30 საათამდე და საღამოს 17:30 საათიდან 20:30 საათამდე არ მოძრაობენ შაბათ-კვირის გარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი