თბილისის შემოგარენში 26 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი

თბილისის შემოგარენში 26 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი

26 ოქტომბერს თბილისის შემოგარენში შესაძლოა მოთოვოს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, 26 ოქტომბერს, თბილისში მოსალოდნელია ნალექი და ნისლი, დედაქალაქის შემოგარენში კი, არ არის გამორიცხული თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კერძოდ, საუბარია წყნეთზე, კოჯორსა და ოქროყანაზე. ასევე, შესაძლოა თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კახეთის ზოგიერთ რაიონშიც.

ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით +10 +15, აღმოსავლეთში +2 +7, თბილისში კი +6 გრადუსი იქნება.

26 ოქტომბერს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10 +15, აღმოსავლეთში +2 +6, თბილისში კი, +4 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 27 ოქტომბრიდან ელოდებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი