"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი" - როგორ ართმევენ თავს ოჯახს და საქმეს ცნობილი ლამაზმანები

"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი" - როგორ ართმევენ თავს ოჯახს და საქმეს ცნობილი ლამაზმანები

როგორია თანამედროვე ქალი? ქალის როლი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა და ოჯახური მოვალეობები მის კარიერასა და სამსახურს შეერწყა. სტერეოტიპი - "ქალი ვიცი "კუხნაში" - დაინგრა და მისი ადგილი წარმატებულმა ქალმა დაიკავა.­

როგორ ახერხებენ დღეს ქალები,­ მოუარონ ოჯახს, გაზარდონ შვილები და აკეთონ საყვარელი საქმე,­ ამასთან, იყვნენ ყოველთვის მომხიბვლელები? - ქართველი ლამაზმანები ამას თავად გაგვიმხელენ...

"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი"

მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა სამი შვილის დედაა. ამჟამად რამდენიმე კომპანიის სახეა და ხშირად უწევს გადაღე­ბებზე სიარული. მიუხედავად ამისა, ძირითად დროს ბავშვებთან ატარებს და სულაც არ მიაჩნია, რომ შვილები მისი კარიერისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია.

რუსა ჩაჩუა: - ძალიან მინდა მეოთხე­ შვილის გაჩენაც. რამდენიმე კომპანიის სახე ვარ, რაც ძალიან მსიამოვნებს. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ. მართალია, ძიძაც მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება და ჩვენთან ცხოვრობს, მაგრამ საჭმლის მომზადება, ჩემი შვილებისა და მეუღლის მოწესრიგება მე მეხება. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა სიამოვნებას მანიჭებს.

ერთ დღეს ჩვენს მძღოლს არ ეცალა და მე წავედი ბაზარში. მოვზიდე პროდუქტი, მერე მოვწესრიგდი და გადაღებაზე წავედი. მანამდე საჭმელიც მოვათუხთუხე. ზოგჯერ ასეც ხდება... ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი...

"დედაჩემის თაობა ჩვენზე მაგარი იყო"

თიკა ფაცაცია მიიჩნევს, რომ დედამისის თაობის ქალბატონები უფრო ყოჩაღები და მოხერხებულები იყვნენ საოჯახო საქმეებსა თუ სამსახურში. მიაჩნია, რომ ძნელია, ოჯახური მოვალეობები და სამსახური ერთმანეთს შეუთავსო, თუმცა ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული.

თიკა ფაცაცია: - არსებობენ ქა­ლები,­ რომლებიც ჩემზე დაკავებული არიან და ბევრი შვილიც ჰყავთ, მაგრამ ყველა საქმეს უკეთესადაც ართმევენ თავს. რთულია, წარმატებული იყო სამ­სახურშიც­ და სახლშიც. ვფიქრობ, მთავარია ხელშეწყობა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი