გოგი თოფაძის კომენტარი მისი დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

გოგი თოფაძის კომენტარი მისი დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

პარტია "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი" პარტია "მრეწველების" ლიდერ გოგი თოფაძეს ტელეფონით ესაუბრა. თოფაძის განმარტებით, ის ამ წუთებში თბილისისკენ მიემგზავრება.

"მთხოვეს, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით უნდა გამოვსულიყავი, ვუთხარი, რომ ვიმყოფებოდი დედოფლისწყაროში სანადიროდ. ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ადგილზე უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩვენ აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ვიყავით. ოფიციალურად ვნადირობდით, რაც დაშვებულია. როცა მოვიდნენ და მირკავადნენ, იქ ტელეფონი არ იჭერდა. ვგულისხმობ იმ ტერიტორიას, ალაზანი რომ აზერბაიჯანს უერთდება. ვერ დაველაპარაკე, რადგან გარკვეულ ადგილებში იჭერდა ტელეფონი, ზოგჯერ არ იჭერდა. როცა დამირეკეს, ვუთხარი, რომ აქ მესაზღვრეებთან მაქვს რაღაც სალაპარაკო-მეთქი. ჩვენ ვიყავით ჩვენს ტერიტორიაზე. არაფერი მომხდარა", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

მისივე თქმით, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი თავიდანვე გააფრთხილა, რომ სანადირო იყო და იქ შეიძლება ტელეფონს არ დაეჭირა. "სისულელეა, რა დამაკავეს, თბილისში მოვდივარ. რატომ დამაკავებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე?!", - განაცხადა თოფაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი