"არცერთმა შვილმა არ იცოდა, როგორ გაჰქონდა თავი ბებოს, არცერთ შვილიშვილს არ დაურეკავს და მადლობა არ გადაუხდია გამოგზავნილი ძღვენისთვის..."

"არცერთმა შვილმა არ იცოდა, როგორ გაჰქონდა თავი ბებოს, არცერთ შვილიშვილს არ დაურეკავს და მადლობა არ გადაუხდია გამოგზავნილი ძღვენისთვის..."

20 წელი იცხოვრა მარიამ ბებომ სიმარტოვეში, მარტოობა ისე რთული ასატანი კიდევ არ იყო, როგორც იმაზე ფიქრი, რას შვებიან ქალაქში წასული შვილები, შვილიშვილები, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ...ასეთი ფიქრები დილიდან საღამომდე თან დაჰყვებოდნენ ერთგული ჯოხივით და თუ წამით მიავიწყდებოდა, მაშინაც თავს უხერხულად გრძნობდა...

20 წელი მხოლოდ ერთი თვე, წელიწადში ერთი თვე ახელდა თვალებს მისი სახლი, როცა შვილები და შვილიშვილები გასართობად ჩადიოდნენ სოფელში. სხვა დროს ზამთრის ძილით ეძინა თითქოს...

კი ვიცი არაფერი გაკლიათ, მაგრამ ჩემი ხელიდან გაკეთებულს ლოცვის ძალა აქვს და ამიტომ გიგზავნით ამ პატარა ძღვენსო, - ასე იწყებოდა ყველა წერილი, რომელსაც საგულდაგულოდ მიაკერებდა ქალაქისკენ გაგზავნილ ჩანთის შიდა პირს.

რძლებს ერთი უხერხული მომენტი აწუხებდათ, სოფლიდან გამოგზავნილი ჩანთის რაღაცნაირი სუნი, ერთმა თქვა სოფლისააო, მეორემ გაურეცხავი ნაჭრის სუნიაო, მესამემ ცხვირზე ხელი წაიჭირა და მოვაშოროთ დროზეო... ამოალაგებდნენ ღამეებნაფიქრ და ნაწვალებ ბებოს ძღვენს, შეახვევდნენ ჩანთას და მაშინვე ეზოს კუთხეში დადგმული ურნისკენ გააქანებდნენ,..

როგორც წესი, ასეთ ჩანთებს ბებოს კალთის სუნი აქვს, მსხლით და ყურძნის მტევნებით სავსე კალთის...

არცერთმა შვილმა არ იცოდა როგორ გაქონდა თავი ბებოს, არცერთ შვილიშვილს არ დაურეკავს და მადლობა არ გადაუხდია უკვე მეათასედ გამოგზავნილი ძღვენისთვის... თუმცა სოფლის მჭადზე და ყველზე ყოველ ჯერზე ეპატიჟებოდნენ ქალაქელ მეგობრებს და სოფლის ღვინოსაც სიამოვნებით გეახლებოდნენ... გულის ტკივილი დასჩემდა ბებოს ბოლო დროს. მეზობლებმა ექიმთან მიიყვანეს. ექიმმა მეზობელს თვალი ჩაუკრა და ბებოს მოუბრუნდა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი