დღის ფოტო: საარჩევნო კაბინაში ერთროულად შესული ნეფე-პატარძალი

დღის ფოტო: საარჩევნო კაბინაში ერთროულად შესული ნეფე-პატარძალი

არჩევნების მეორე ტურში, ისევე როგორც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბანზე ნეფე-პატარძალი მივიდა ხმის მისაცემად. ამჯერად, შემთხვევა ქედაში დაფიქსირდა - აჭარელმა წყვილმა ქორწინების დღეს საკუთარი ხმა ვაიოს #12 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

თუმცა, ამ შემთხვევაში წყვილმა ერთი შეცდომა დაუშვა: ახალდაქორწინებულები საარჩევნო კაბინაში ერთდროულად შევიდნენ - როგორც ჩანს ერთობლივი ცხოვრების დასაწყისი, ერთობლივი ხმის მიცემით აღნიშნეს. მოგეხსენებათ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის შესვლა დაუშვებელია.

ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ფოტოებს ავრცელებს "აჭარის ტელევიზიის" გვერდიც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი