რა ელის ლარს - 3 შესაძლო სცენარი

რა ელის ლარს - 3 შესაძლო სცენარი

გასულ კვირას ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება განაგრძო და 2,40-იან ნიშნულს გადააბიჯა. ეს ნიშნავს, რომ გაუფასურების მაქსიმუმამდე, რომელსაც ეროვნულმა ვალუტამ წლეულს იანვარში მიაღწია (როცა 1 დოლარი 2,4985 ლარი ღირდა), არც ისე ბევრი რჩება. ლარმა შემოღების დღიდან 2,40-იან ნიშნულს სულ რამდენჯერმე გადააბიჯა, მათ შორის, კრიზისულ 1999 წელს, როცა კურსი 2,4510-მდე დაეცა, აგრეთვე არცთუ შორეულ 2015-ის შემოდგომაზე, როცა, ფაქტობრივად, რეკორდი გაიმეორა. ლარის გაუფასურების მიზეზებთან ერთად, ახლა მოსახლეობასა და ბიზნესს ლარის ბედი უფრო აწუხებთ - დოლარში აღებული სესხის, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების პერსპექტივის თუ უბრალოდ არაპროგნოზირებადი გარემოს შიშით...

ქართული ლარის სამი გზა

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "ლარის გაცვლითი კურსის დაცემა აშშ დოლარის მიმართ განპირობებულია მისი მთავარი - დაგროვებითი ფუნქციის მოშლით, რაც უკვე მესამედ მოხდა ლარის სავალუტო ისტორიაში. ლაპარაკია არათანამიმდევრულ და არაადეკვატურ მონეტარულ პოლიტიკაზე, რასაც წარმართავს როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ეროვნული ბანკი (სებ). ლარის მორიგი დაცემა განპირობებულია მონეტარული და ეკონომიკური ფაქტორების ერთობლიობით. კერძოდ, ლარის მასა მიმოქცევაში მკვეთრად გაიზარდა - 5,3 მლრდ ლარიდან 6,3 მლრდ ლარამდე, ანუ 1 მლრდ ლარით; რეფინანსირების სესხის ზედა ზღვარი მოიხსნა და სესხები 250 მლნ-დან 1,3 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. გაიზარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია - 1,8 მლრდ-დან 2,165 მლრდ ლარამდე. ამ ფასიანი ქაღალდების გარანტიით ხდება კომერციული ბანკებისგან ლარში სესხის აღება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორებს, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დასრულდა უცხოური ვალუტის შემოდინების მქონე ტურისტული სეზონი და ეკონომიკა ნეგატიურ პერიოდში შევიდა, როცა შეინიშნება უცხოური ვალუტის კლება, ექსპორტის შემცირება, იმპორტის ზრდა, გაიზარდა ენერგომატარებლების ფასი. ყოველივე ეს ზრდის სავაჭრო ბალანსის დეფიციტს, რაც გაზრდილი საინვესტიციო ნაკადებით ვერ იფარება. ლარის კურსის ერთადერთი სტაბილურობის გარანტი საერთაშორისო რეზერვების გამოყენებაა. სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების შედეგად ლარის მასა მიმოქცევაში გაიზარდა, ანუ სახეზეა რეზერვების არა სტერილიზაციისთვის, არამედ სხვა მიზნით გამოყენება. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რას ემსახურებოდა ეს სავალუტო ინტერვენციები.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი