აფეთქება ვარკეთილში - დაშავებულია ერთი ადამიანი

აფეთქება ვარკეთილში - დაშავებულია ერთი ადამიანი

ვარკეთილში რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა. არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურის სიახლოვეს, ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა აფეთქება, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც მიღებული აქვს დამწვრობები და თავის ტრავმა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაშ გადაიყვანა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია მუშაობს. აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია