ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს მიღებული აქვს დამწვრობა და ასევე აღენიშნება თავის ტრავმა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კილინკაში გადაიყვანა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქების შემდეგად ორი ადამიანი დაშავდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შემთხვევის შედეგად დაზიანება ერთმა პირმა მიიღო.
ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპარულო პოლიცია მუშაობს.
აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.