ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი" ნაყინის დესერტებს "თოლიას" ნაყინით მოამზადებს

ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი" ნაყინის დესერტებს "თოლიას" ნაყინით მოამზადებს

ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი", "თოლიასთან" თანამშრომლობას იწყებს. ამიერიდან "ვენდის" რესტორნები მომხმარებელს კომპანიის რეცეპტით "თოლიას" მიერ დამზადებულ ნაყინს შესთავაზებენ.

შეთანხმება "ვისოლ ჯგუფის" ინიციატივის - "მეტი ქართული პროდუქტის" ფარგლებში განხორცილდა და მიზნად, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ისახავს. ამ გზით "ვენდი" საქართველოში ახალ კულტურას ამკვიდრებს - მხოლოდ ქართული, სრულიად უსაფრთხო, ყოველდღიურად ახალი და უმაღლესი ხარისხის კერძები რესტორანში.

"ვენდის რესტორნებს, სხვა მომხმარებლებთან ერთად ჩვენი შვილები სტუმრობენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იყო ქართული, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება ჩვენი სტუმრებისთვის" - აღნიშნა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

"ვენდის" რეცეპტით, "თოლიას" მიერ დამზადებული ნაყინის პრეზენტაცია დოლიძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის ფილიალში გაიმართა. ნუგბარის მოყვარულებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ნაყინით მომზადებული 15-მდე სხვადასხვა პროდუქტი.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. 2015 წლიდან კი ამერიკული რესტორნების ქსელმა, იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა.

(R)

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი