რას წერს დედა, რომლის 5 თვის შვილსაც "დღის შოუს" ეთერში ყური გაუხვრიტეს

რას წერს დედა, რომლის 5 თვის შვილსაც "დღის შოუს" ეთერში ყური გაუხვრიტეს

"იმედის" გადაცემა "დღის შოუს" ეთერში რამდენიმე თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. პროცესი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ატირებული ჩვილი ხელში დედას ეჭირა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა.

ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "დღის შოუს" ფეისბუქის გვერდზე გადაცემის ავტორებს აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები უწერენ კომენტარებს, აკრიტიკებენ და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამის შემდეგ, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც შემოქმედებითი ჯგუფი იტყობინება, რომ ბავშვისთვის ყურის გახვრეტა დედასთან, ანი ჭუმბურიძესთან შეთანხმებით მოხდა.

ახალგაზრდა დედა ამ ფაქტს პირად ფეისბუქის გვერდზე, ერთ-ერთი მეგობრის პოსტის პასუხად გამოეხმაურა:

"სპეციალურად არ შევდივარ და არ ვნახულობ კომენტარებს, ყველას სათითაოდ მაინც ვერ ავუხსნი... თან ვფიქრობ თავის სამართლებელიც არაფერია! სანახაობა რომ ცუდი იყო, ამას მეც ვაღიარებ მაგრამ ჩემი შვილისთვის რომ არაფერი დამიშავებია, მაგაშიც დარწმუნებული ვარ!

სხვა საკითხია ზოგი რომ ზოგადად ყურის გახვრეტის მომხრეა და ზოგი არა! ეგ მართლა არავის საქმე არაა..." - წერს ჩვილის დედა.

ასევე წაიკითხეთ: "დღის შოუ" გადაცემაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი