"სმარტი" ხორცპროდუქტების ხარისხის ცნობადობის კამპანიას იწყებს

"სმარტი" ხორცპროდუქტების ხარისხის ცნობადობის კამპანიას იწყებს

"სმარტი" სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტთან ერთად ხორცპროდუქტების ხარისხის ცნობადობის კამპანიას იწყებს. კომპანია მომხმარებლებს "სმარტის" ხარისხის კონტროლის პროცედურებს გააცნობს. კონსულტაციების შედეგად, მომხმარებლებს მიეწოდებათ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეარჩიონ ჯანსაღი ხორცი და როგორ მოამზადონ ის გემოვნური და სასარგებლო თვისებების დაკარგვის გარეშე.

როგორც "სმარტში აღნიშნავენ", მაღაზიათა ქსელში პროდუქცია დახლზე მოხვედრამდე ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიან ეტაპს გადის, ამავდროულად სმარტი სუპერმარკეტია საქართველოში, რომელსაც საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია აქვს.

"ჩვენი ოჯახი, ჩვენი შვილები ჩვენი უმთავრესი ფასეულობაა. მათი ჯანსაღი კვება კი მათი ჯანსაღი მომავლის გარანტი. ხორცპროდუქტები ჩვენი რაციონის განუყრელი ნაწილია. სმარტში ახალი ხორცი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწმდება და დახლზე ხარისხის კონტროლის უმკაცრესი წესების დაცვით ხდება. ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ ბევრ სასიკეთო ნაბიჯს გადავდგამთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მათ ქონდეთ მეტი ინფორმაცია და უკეთესი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა" - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ.

"სმარტის" პროდუქციის ხარისხი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტმა მატი ლამპმა შეაფასა:

"სმარტმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფილებისთვის. საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის შექმნა " სმარტს" შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განახორციელოს პროდუქტისა და პროცესების ანალიზი და ყველა ბიოლოგიური ინდიკატორის ტესტირების საფუძველზე უზრუნველყოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და მუდმივად შეინარჩუნოს წარმოებული პროდუქტების მაღალი ხარისხი, ცნობადობის ამაღლებაში კამპანიის ფარგლებში კი საზოგადოების შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ხარისხიანო ხორცის შერჩევის მახასიაებლებს და მის მომზადების წესებს გემოვნური და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებით" - აცხადებს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტი მატი ლამპი.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი