აღწერიდან აღწერამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. საქსტატის 2000 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 4 მილიონ 435 200 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2016 წელს ეს მონაცემები 3 720 400-მდე შემცირდა. გამოდის, რომ 16 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 700 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში კი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ თითქმის მილიონ 600 ათასით იკლო.
ALLNEWS.GE-ი დაინტერესდა, როდის ცხოვრობდა საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი და როგორ მცირდებოდა წლების განმავლობაში მათი რაოდენობა. როგორც პროფესორი და დემოგრაფი ანზორ თოთაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, საქართველოს მოსახლეობის შესახებ პირველი ცნობები 1254 წლიდან მოდის. იმ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 8 მილიონს შეადგენდა.
"ოფიციალური ცნობები სწორედ მე-13 საუკუნიდან მოდის. ამის შემდეგ საქართველოში იყო ბევრი შემოსევა, ტყვეთა გაყიდვა, ბრძოლები. ხოლო როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა ქართველების რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 700 ათასი იყო. თუმცა, 1814 წელს საშინელი შავი ჭირის გამო მოსახლეობა 400 ათასამდე შემცირდა. წაიკითხეთ გაგრძელება