ესთეტიკისა და დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის 12-ე საერთაშორისო კონგრესზე (AMEC 2016), რომელიც 2016 წლის 21 - 22 ოქტომბერს პარიზში გაიმართა, ქართული კომპანია „აპტოსი“ კანის გადასაჭიმი ძაფების საუკეთესო მწარმოებელ კომპანიად დასახელდა.
ღონისძიებაში დერმატო-კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის სფეროში მსოფლიოს წამყვანმა 10 ათასზე მეტმა სპეციალისტმა და კომპანიამ მოიყარა თავი. აღნიშნული ნომინაცია განკუთვნილი იყო ყველაზე ინოვაციური პროდუქტისა და მეთოდისთვის, რის მოპოვებასაც მსოფლიო მასშტაბით ასობით კომპანია ცდილობდა.
„აპტოსისთვის“ საერთაშორისო აღიარების ეს უკვე მეორე ჯილდოა ორი წლის განმავლობაში. 2015 წელს, კომპანიის ერთ-ერთმა იდეის ავტორმა, პლასტიკურმა ქირურგმა, კონსტანტინე სულამანიძემ „აპტოს“ ძაფების გამოყენებით ჩატარებული ოპერაციისთვის გაიმარჯვა ნომინაციაში - „წლის ყველაზე საუკეთესო შედეგი ესთეტიკურ ქირურგიაში“.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „აპტოსი“ უკვე 20 წელია აწარმოებს უნიკალურ ძაფებს კანის გადასაჭიმად. იდეის ავტორები არიან ბატონი მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეები, რომლებმაც ქირურგიული ძაფის მოდიფიკაცია მოახდინეს, დანერგეს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში. მათვე ეკუთვნით პატენტის ლიცენზია და საავტორო უფლება, ასევე ფლობენ მრავალ პრესტიჟულ ჯილდოსა და ნომინაციას, არიან ამერიკის, საფრანგეთის, რუსეთისა და იაპონიის პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრები.
აღნიშნული ძაფების გამოყენებით შესაძლებელია ქირურგიული მანიპულაციების გარეშე, სახის და სხეულის კორექცია დალიფტინგი. პროცედურებს დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, მაქსიმალურად უსაფრთხოა, შედეგი მყისიერად ჩანს და ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება. საქართველოში აღნიშნულ პროცედურებს, თავად მეთოდის ავტორები “ტოტალ შარმის“ კლინიკებში, თბილისისა და ბათუმის ფილიალებში ატარებენ.
R