ფოტოები "გარდენია შევარდნაძიდან", სადაც ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრი ფართობი დაიწვა

ფოტოები "გარდენია შევარდნაძიდან", სადაც ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრი ფართობი დაიწვა

თბილისის ზღვასთან მდებარე "გარდენია შევარდნაძის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრამდე ფართობია დამწვარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძარი ერთ შენობაში გაჩნდა და 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გავრცელდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლოკალიზებულია და საბოლოო ლიკვიდაცია მიმდინარეობს.