თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ანტონ კათალიკოსის და ვახტანგ ბერიძის ქუჩებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეძრუდება შარტავას ქუჩას. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყნვალეს ქუჩის მცხოვრებლებს. ამავე მიზეზით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, დაბა კოჯრის მცხოვრებლებსაც.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კმპანიაში.