რეალობა დღეს

რეალობა დღეს

მოგესალმები, მკითხველო. ამ მცირე ანალიტიკურ დოკუმენტში შევეცდებით გაგაცნოთ ჩვენს ქვეყანაში მინდინარე პოლიტიკური პროცესები.

ქართველმა ერმა არ იცის როგორ მართოს სახელმწიფო, დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც გაერთიანებული საქართველო დაიშალა მეფე გიორგი VII-ს დროს ( 1466 წ. ) მას შემდეგ, მოყოლებული სსრ კავშირის დაშლამდე ( 1991 წ. ) საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი არ ჰქონია და ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვიმართავს.

აშშ-ს იტორიაში იყო ადამიანი, რომელიც მართავდა ქვეყანას იდეალურად, რომელსაც მხოლოდ ცხრა კლასის განათლება ჰქონდა და ეტლით გადაადგილდებოდა. მისი გენიალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ იცოდა როგორ გამოეყენებინა ჭკვიანი ხალხი სახელმწიფოს მართვაში; მეცნიერები, აკადემიკოსები და ა.შ.. სწორედ ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება სახელმწიფოს სათავეში, რომელიმე პარტია თუ ალიანსი, მთავარია სწორი მიდგომა მართვის ორგანოებთან.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი იმის წინაპირობაა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად თითოეულ ქართველს მართებს წვლილის შეტანა „ეკონომიკური სასწაულის“ მოხდენაში. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ტურისტული ნაკადი 2015 წელთან შედარებით 17,3 % ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყანა მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით, 2012 წელთან შედარებით 86 პოზიციით დაწინაურდა (World Economic forum), სიღარიბე და უმუშევრობა მაინც წარმოადგენს ჩვენს მთავარ პრობლემას.

ქვეყნის განვითარების ფუნქციაში მთავარი ფაქტორი რომ განათლებაა ეს მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა საქართველო ამ მიმართულებით დიდ ნაბიჯს მაინც და მაინც არ დგამს. ასეთ დროს მახსენდება ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი ნაწარმოების „დათა თუთაშხიას“ ეპიზოდი, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორი მარტივი სამართავია გაუნათლებელი ხალხი.

სტუდენტებს რომ უკეთესი განათლება გვსურს ეს ცხადზე ცხადია, ამაში თვითონაც დარწმუნდებით, თუ რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ჰკითხავთ აზრს თავის სწავლა-განათლებაზე. თეორიის გადაჭარბება და პრაქტიკის დეფიციტი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა თანამედროვე ქართულ უნივერსიტეტებში.

რიგითი სტუდენტი ბაკალავრიატის 4 წლიანი პროგრამის შემდეგ, რომელსაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბოლომდე ვერ ასრულებს, ხშირ შემთხვევაში, ფინანსების გამო, ბედის ანაბარა რჩება. იმ ბედის, რომელიც მათ მუშაობას მიზერულ ანაზღაურებაზე დააწყებინებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პეოდუქტის ზრდის ტემპი 2015 წელს შეადგენს 3.4%-ს, მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობელ აზერბაინჯს 1.1%-იანი ზრდა აქვს, ხოლო რუსეთს -3.727%. მსგავსი მონაცემი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ადგას სწორ გზას. სამწუხაროდ, პოზიტიური ტენდენცია არ ცვლის ქვეყნის სოციალურ ფონს. 2012 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 65 000 მუშაკით, 600 000 ადამიანი კი კვლავ უმუშევარი რჩება.

ჩნდება კითხვა, თუ ქვეყანა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რატომ არ აისახება შედეგები გაჭირვებულ მოსახლეობაზე?! ხოლო ბიზნესსექტორი, რომელიც არანიარ წნეხს და შევიწროებას არ განიცდის, ხომ არ ირიდებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე ?!

ბიზნესი, რომელიც ვიწრო გაგებით საქონელწარმოებაა, უნდა მიისწრაფოდეს არა მხოლოდ მოგების მაქსიმიზაციისკენ, არამედ ქმნიდეს ხარისხიან და კონკურენტულუნარიან საქონელს, აშენებდეს კველვით ცენტრებს, უზრუნველყოფდეს მუშაკთა უფლებებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას და რაც მთავარია, უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ერთ-ერთი მთავარ პრობლემაა ასევე დასაქმებულთა არაჯეროვანი და ზერელე დამოკიდებულება საქმისადმი. ხოლო, მთლიანობაში, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არაეთიკური ქმედება ვნებს ქვეყნის კეთილდღეობას.

ბუნებაში ძნელად თუ მოიძებნება პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას, აქცენტები უნდა გაკეთდეს საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე. ამისთვის საჭიროა ქმედითი და მენტალური ცვლილებების განხორციელება როგორც მაკრო, ასევე მიკორო დონეზე. ამ მძიმე მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი განათლების დონის გაუმჯობესებაა. პრაგმატული პოლიტიკის გატარებით სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს არა უმუშევარი სტუდენების წარმოებას, არამედ რესურსებს სწორად გაანაწილებს, საშუალებას იძლევა პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია პროფესიულ განათლებაზე ყურადღების გამახვიელბა და კადრების გადამზადება ეფექტური განვითარებისათვის. ასევე რესურსების ოპტიმალური გამოყენება სოფლის მეურნეობაში, ენრგეტიკასა თუ ტურიზმის სექტორში, სადაც საქართველოს პოტენციალი საკმაოდ მაღალია.

აღსანიშნავია სტუდენთა აქტივობები, რომლებმაც პოზიტიური შედეგები გამოიღო. საქმე ეხება გაზგასამართითი სადგურის მშენებლობას, რომელიც იგეგმობოდა უნივერისიტეტის მაღლივი კორპუსის სიახლოვეს, მაგრამ სტუდენტთა ერთიანობითა და ძალისხმევით არ აშენდა ეს ობიექტი. ახალგაზრდებზე, რომლებიც გამოირჩევიან ენთუზიაზმითა და შემართებით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათივე პიროვნული და კარიერული წინსვლისთვის, რადგანაც განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მომგებიანი და ეფექტურია.

ახალგაზრდობა ის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ძალუძს სახელმწიფოს ახალ რელსებზე გადაწყობა. როგორც შტეფან ცვაიგმა ბრძანა: „ნაყოფიერება მოაზროვნე გონების სპეციფიკაა“. შემოქმედებითი აზროვნება, ახალი ორიგინალური იდეები, ენთუზიაზმი და შეუპოვრობა ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც ახალგაზრდები უფროსი თაობისაგან გამოირჩევიან. ნებისმიერი გონიერი მმართველი ახალგაზრდობას ერის როგორც ყველაზე დიდ განძად და მონაპოვრად უნდა მიიჩნევდეს, რადგან ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისა და განვითარების ქვაკუთხედის ძირითადი ბლოკები სწორედ ახალგაზრდები არიან.

სტატიის ავტორები:

ზურაბი შავგულიძე ( ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსელი)

ვაჟა კიკილაშვილი ( საქართველოს ტექნიკური უნივევერსიტეტის ევროპის მცოდნეობის მე-4 კურსისი სტუდენტი)

მათე შვანგირაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსელი)

შოთა ნათენაძე ( ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსელი)

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი