თბილისში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები დამონტაჟდა - მანქანების დამუხტვა უფასო იქნება

თბილისში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები დამონტაჟდა - მანქანების დამუხტვა უფასო იქნება

თბილისში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე დამონტაჟდა.

სადგურები ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქში სულ ცოტა 25 სადგურის განთავსება იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილების დასატუმბი 100 სადგურის გახსნაა დაგეგმილი.

ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს. ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატუმბვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს.

ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები უფასო იქნება. სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ.

თბილისში დამონტაჟებული ელექტრომობილების დასატუმბი სადგურებით სარგებლობა 2017 წლის ბოლომდე უფასო იქნება.

იხილეთ ვიდეო

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი